ნარჩენების მართვის სტრატეგია საქართველოში
- ეკოლოგია
- ივნისი 28, 2024
- 281
რამაზ აბესაძე, ქრისტინე კურატაშვილი
შესავალი
ნარჩენების მართვას აქვს ორი უმნიშვნელოვანესი ასპექტი – ეკოლოგიური
და ეკონომიკური.
ეკოლოგიური თვალსაზრისით ნარჩენები გარემოს დაბიმძურების
მნიშვნელოვანი წყაროა. მისი სპეციალურად მოწყობილ ნაგავსაყრელებზე
გადაყრისას, მიწითაც რომ დაიფაროს, დროთა განმავლობაში ლპება და
ატმოსფეროში სხვადასხვა მავნე აი-რების სახით გამოიყოფა. ხშირ შემთხვევაში
ამ დროს წარმოქმნილი მეთანი თვით-აალებადია. ასევე მიმდინარეობს
ნარჩენებისმ მბჟუტავი წვა, რის შედეგადაც უაღრეად მავნე
ნივთიერებები წარმოიქმნება და გაიფრქვევა ატმოსფეროში.გარდა ამისა,
ნარჩენებში ჟონავს წვიმის წყალი, რომელიც ნარჩენებში არსებული მავნე
ნივთიერებებით ბინძურდება. და რომელიც საბოლოოდ გრუნტის წყლებს ან
მდინარეებს შეერევა და მათ სერიოზულ დაბინძურებას იწვევს. არსებობს
უაღრესად მდგრადი ნარჩენები,
რომლებიც ნაგავსაყრელში ძალზედ ნელა, ათწლეულების მანძილზე იხრწნება და
მთელი ამ პერიოდის მანძილზე ჰაერს და წყლებს აბინძურებს.
ეკონომიკური თვალსაზრისით ნარჩენები წარმოადგენს წრიული
ეკონომიკის რესურს, რომლის გამოყენება კვლავ შესაძლებელია და რისი
უგულვებელყოფა რესურსების მნიშვნელობან დანაკარგებთან არის
დაკავშირებული. ასევე, შეზღუდული რესურსების პირობებში, გამოუყენებელი
ხდება მიწის ის რესურსები, რომლებზედაც ნაგავსაყრელები ეწყობა. ნარჩენების
მეორად გამოყენებას მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ეკოლოგიური შედეგი
მოჰყვება. ნაგავსაყრელზე კი მხოლოდ ის ნარჩენი უნდა ხვდებოდეს,
რომლის შემდეგი გამოყენება შეუძლებელია.
ნარჩენების ეფექტიანი მართვა წრიული ეკონომიკის საფუძველია,
ვინაიდან წრიული ეკონომიკის მიზანია არა მხოლოდ ზრდა, არამედ ბუნებრივი
რესურსების შენარჩუნება და მათგან ზოგიერთის ზრდაც კი. წრიული ეკონომიკა
აღდგენადი სისტემაა, რომელშიც როგორც რესურსები, ისე ნარჩენები
მინიმიზებულია.
ნარჩენების მართვის არსებული მდგომარეობა საქართველოში
საქართველოში არც თუ შორეულ წარსულში ნარჩენების მართვას
ყურადღება არ ექცეოდა. ფაქტობრივად, ყველა ნაგავსაყრელი ნორმებისა და
წესების დაცვის გარეშე ფუნქციონირებდა.
ნარჩენების მართვას ყურადღება 2014 წლიდან მიექცა დამნიშვნელოვანი
ნაბიჯებიც გადაიდგა, უპირვრლეს ყოვლისა, ინსტიტუციური ბაზის
ჩამოყალიბებისა და განმტკიცების მიმართულებით. მიღებული იქნა
საქართველოს კანონი – „ნარჩენების მართვის კოდექსი“ [ნარჩენების,,, 2014]. იგი
ეფუძნება ევროკავშირის ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ დირექტივებსა
და რეგულაციებს. აღნიშნული კოდექის საფუძველზე კი საქართველოს
მთავრობამ 2015 წელს მიიღო „ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების
ეროვნული სტრატეგიისა და 2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა“
[საქართველოს… 2015], რომელიც შემუშავებულია ნარჩენების მართვის
კოდექსისა და ევროკავშირი-საქართველოს ასოციირების შესახებ შეთანხმებით
გათვალისწინებული დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად. სტრატეგიის
მიზანია საქართველოში ნარჩენების მართვის განვითარების პროცესის
ჰარმონიზება ევროპის ნარჩენების მართვის პოლიტიკასთან. სტრატეგიის
განხორციელების მიზნით შემუშავდა ნარჩენების მართვის ეროვნული
სამოქმედო გეგმა. სტრატეგია შესაბამისობაშია ასევე იმ საერთაშორისო
კონვენციებთან, რომლებშიდაც საქართველო მონაწილეობს (ბაზელის კონვენცია
,,სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე
კონტროლის შესახებ“, სტოკჰოლმის კონვენცია ,,მდგრადი ორგანული
დამბინძურებლების შესახებ“, „მინამატას კონვენცია ,,ვერცხლისწყლის შესახებ“
და სხვ.). სტრატეგიის მიზნებია: ევროკავშირის მოთხოვნებისა და საერთაშორისო
კონვენციების შესაბამისი ნარჩენების მართვის კანონმდებლობის შემუშავება,
განხორციელება და აღსრულება; ნარჩენების მართვის დაგეგმვის სისტემის
ჩამოყალიბება და დანერგვა ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე; ნარჩენების
შეგროვებისა და ტრანსპორტირების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება და
დანერგვა; ნარჩენების ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის უსაფრთხო
განთავსების უზრუნველყოფა; ნარჩენების პრევენცია, ხელახალი გამოყენება,
რეციკლირება ან აღდგენა; ნარჩენების მართვის ხარჯების სრული ამოღება
„დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად; მწარმოებლის
გაფართოებული ვალდებულების ხელშეწყობა და დანერგვა; ნარჩენების შესახებ
მონაცემებისა და ინფორმაციის მართვის სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა;
საჯარო სექტორის შესაძლებლობათა გაძლიერება ეროვნულ და ადგილობრივ
დონეებზე; კერძო კომპანიების შესაძლებლობათა გაძლიერების ხელშეწყობა და
საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ნარჩენების მართვის კოდექსში,
„ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიასა (2016-2030)” და „ნარჩენების
მართვის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში” გამოკვეთილია, რომ საქართველო უნდა
გახდეს ნარჩენების პრევენციასა და რეციკლირებაზე ორიენტირებული ქვეყანა.
კოდექსის შესაბამისად შემოღებულია მაჩვენებელი – “მწარმოებლის
გაფართოებული ვალდებულება”, რაც მწარმოებელს ავალდებულებს შეამციროს
ნარჩენების რაოდენობა, ასევე ეს მაჩვენებელი მას აკისრებს ნარჩენების
შეგროვების, სეპარაციისა და დამუშავების პასუხისმგებლობას, მათი შემდგომი
აღდგენის მიზნით. ამ მაჩვენებლის დანერგვა, ბუნებრივია, ხელს შეუწყობს
რესურსების რაციონალორ გამოყენებასა და ნარჩენების მართვის სისტემის
გაუმჯობესებას. 2016 წლის აგვისტოდან ძალაში შევიდა ვალდებულება
კომპანიების მიერ ნარჩენების რაოდენობის, სახეობებისა და მათი გამოყენების
შესახებ. საქართველოს ნარჩენების მართვის სისტემის შექმნის ზოგადი მიზანია:
ევროკავშირი-საქართველოს ასოციირების შესახებ შეთანხმებისა და
საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო კონვენციების
სამართლებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი ნარჩენების მართვის
პრაქტიკის დანერგვა ეროვნულ დონეზე. ამისათვის საჭიროა რიგი კანონების
(მაგ. კანონი „სამთო გადამუშავების ნარჩენების შესახებ“) მიღება.
ბოლო წლებში თბილისსა და რეგიონებში შეიქმნა ნაგავსაყრელებზე
მუნიციპალური ნარჩენების გარემოსა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოდ
განთავსების სისტემა. ამჟამად საქართველოში აღრიცხულია 56 ნაგავსაყრელი,
მათგან, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, გარემოზე ზემოქმედების
ნებართვის მქონე მხოლოდ ოთხი – ერთი კერძო და სამი სახელმწიფო
საკუთრებაში არსებული ნაგავსაყრელია, კერძოდ: თბილისის, რუსთავის,
ბორჯომისა და კერძო მფლობელობაში არსებული BP-ს ნაგავსაყრელი.
საქართველოში ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა და მართვა შპს
„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის“ კომპანიის კომპეტენციას
წარმოადგენს (გარდა თბილისის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ნაგავსაყრელებისა), რომელიც რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. კომპანია აქტიურ
ღონისძიებებს ახორციელებს არსებული ნაგავსაყრელების მდგომარეობის
გაუმჯობესებისა და ახალი რეგიონული ნაგავსაყრელების მოწყობის მიზნით.
ნარჩენების მართვის კომპანია მართავს არსებული ნაგავსაყრელებიდან 53-ს.
რომელთა შორის დახურულია 20 და კეთილმოწყობილია 30 ნაგავსაყრელი. ასევე,
კომპანიაში მიმდინარეობს სამუშაოები ახალი რეგიონული არასახიფათო
ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობის მიზნით. დღეისათვის საქართველოში
არსებული მოქმედი მუნიციპალური ნაგავსაყრელების ოპერირება
მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია: მყარი ნარჩენების მართვის ყველა
ნაგავსაყრელი შემოღობილია, რათა არ მოხდეს ობიექტებზე ადამიანებისა და
შინაური ცხოველების მოხვედრა, მოწყობილია საკონტროლო-
გამშვები ჯიხურები, უმეტესობაზე დამონტაჟებულია სასწორები, პოლიგონის
ოპერატორების მიერ მიმდინარეობს ნარჩენების აღრიცხვა. ქვეყნის მასშტაბით
ასევე გაუმჯობესებულია ქალაქებში ნარჩენების შეგროვების სისტემა,
რამდენიმე კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციაში გადაიდგა ნბიჯები
ზოგიერთი ფრაქციის სორტირებისა და გადამუშავების მიმართულებით.
საქართველოში დღეისათვის ხდება ქაღალდის, მუყაოს, შუშის, ალუმინის,
პლასტმასას, საკვები ზეთების, საბურავების, ხის, ელექტრონული და სახიფათო
ნარჩენების სეპარირებულად შემგროვება და გადამმუშავება. შედარებით
განვითარებულია პლასტმასის ნარჩენების გადამუშავება.
შეიძლება დავასახელოთ ნარჩენების შემგროვებელი და გადამამუშავებელი
საწარმოები: თბილისში: შპს „LMY“, შპს (პლასტიკის გადამუშვება) „ეკოსფერო“,
(პლასტიკისა და საბურავების გადამუშავება), შპს “ჯორჯიან ფეიფერ
პროდაქშენი” (ქაღალდის გადამუშავება), შპს “ფაბრიკა 1900”, შპს „ქაღალდი +“
(ქაღალდის შეგროვება) (ქაღალდის გადამუშავება), შპს „საქართველოს ქაღალდის
წარმოება“ (მუყაოს ყუთების დამზადება), შპს „სუფთა სამყარო“ (ქაღალდის,
პლასტმასის ბოთლების, მინის შეგროვება და დამუშავება), “კრიალა“ (ქაღალდის
გადამუშავება), შპს „გეგმეთი“ (ალუმინის გადამუშავება), შპს „ჯი თი ეი ჯგუფი“
(ალუმინის გადამუსავება), სოც. საწარმო „მწვანე საჩუქარი“ (ქაღალდის
შეგროვება), შპს „ოილიო“ (საჭმელი ზეთების შეგროვება), შპს „თი ერ სი“
(საბურავების გადამუშავება), (შპს „რაბერ ტექ“), (საბურავების გადამუშავება),
შპს „ეკოორგანიკალ კორპ“ (საბურავების გადამუშავება), შპს „ბოყვა“
(პლასტმასის გადამუშავება), შპს „რეპეტი“ (პლასტმასის გადამუშავება), შპს „ა
პლასტი“ (პლასტმასის გადამუშავება), შპს „ლორდი“ (ლასტმასის გადამუშავება),
შპს. „ბიოდიზელ ჯორჯია“ (საკვები ზეთის ნარჩენების შეგროვება და
გადამუშავება), შპს. „პოლივიმი“ (პლასტმასის ნარჩენების გადამუშავება), შპს.
„ეურო პლასტი“ (პლასტმასის ნარჩენების გადამუშავება); კახეთში: შპს „ტო-პა“
(ქაღალდის გადამუშავება), ქვემო ქართლში: შპს „სანიტარი“ (ნარჩენების
(სახიფათო და არასახიფათო) შეგროვება და შემდგომი მართვა), შპს „კავკასპაკი“
(პლასტმასის გადამუშავება), შპს. „ეკო ჯეოპეტი“ (პლასტმასის ნარჩენების
გადამუშავება), შპს. „ჯეო მულჩი“ (ხის ნარჩენების გადამუშავება და ორგანული
მულჩის წარმოება); შიდა ქართლი: შპს „მინა“ (მინის გადამუშავება), შპს „ნეო
პრინტი“ (ქაღალდის გადამუშავება), შპს „ეკო ენერგია“ (საბურავების
გადამუშავება), შპს „კერე“ (მინის წინასწარი დამუშავება); იმერეთში: შპს „იგა
ჯორჯია“ (პლასტიკის გადამუშავება); აჭარაში: შპს “Sever” (პლასტიკის
გადამუშავება), შპს „ზუგო“ (პლასტიკის ადამუშავება), შპს „აჩიკო 2001“
(პლასტიკის გადამუშავება), შპს “რონი” (ქაღალდის გადამუშავება).
მიუხედავად გარკვეული ნაბიჯებისა საქართველოში ნარჩენების მართვის
სისტემა, ჯერ კიდევ არ შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებს, კვლავ
ფუნქციონირებს მოუწესრიგებელი და უკანონო ნაგავსაყრელები, გრძელდება
დაცული ტერიტორიებისა და ტურისტული კომპლექსების, ასევე სხვა
ტერიტორიების დანაგვიანება. კომპანიები სრულად არ ასრულებენ არსებულ
საკანონმდებლო მოთხოვნებს და ა.შ. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა
რეგიონებში. აქ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს აგროვებენ ქალაქებში დ რაიონულ
ცენტრებში. სოფლების დიდ ნაწილს დასუფთავების სერვისი არ მიეწოდება.
მოსახლეობა ნარჩენებს ყრის ხეობებში, მდინარეების კალაპოტებში და
წარმოიქმნება ასობით არაკონტროლირებადი ნაგავსაყრელი. მცირე ზომის
ქალაქებსა და სასოფლო დასახლებებში არ არის საკმარისი რაოდენობით
ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები და ნაგავმზიდი მანქანები.
დღეს ნარჩენების ნაგავსაყრელებზე განთავსება აღარ არის
გამართლებული როგორც ეკონომიკური, ისე გარემოსდაცვითი თვალსაზრისით.
მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში ნარჩენების მართვის მთავარი
მიმართულთულებაა ნარჩენის წარმოქმნის შემცირება და მისი, როგორც
რესურსის გადამუშავება პროდუქციის მისაღებად. ამდენად, საქართველოში
უნდა დაინერგოს ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემა რომლიც
გულისხმობს ნარჩენების დახარისხებულად შეგროვებას და მათი, როგორც
ეკონომიკირი რესურსის, შემდგომ გადამუშავებას, რაც შემცირებას ნარჩენების
წარმოქმნას და დაზოგავს შეზღუდულ ბუნებრივ რესურსებს. ამით მიიღება
მნიშვნელოვანი დადებითი როგორც ეკონომიკური, ისე ეკოლოგიური ეფექტი.
მაგრამ, ქვეყანას ამ მიზნის მისაღწევად ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი.
საქართველოში, ზემოთ მოტანილი მცირე შემთხვევების გარდა, არ არის
განვითარებული ნარჩენების სეპარაციის, პრევენციის, ხელახალი გამოყენების,
რეციკლირებისა და აღდგენის პრაქტიკა.
ექსპერტთა შეფასებებისა და სპეციალისტთა შეფასებების მიხედვით
შეიძლება გამოიყოს საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემაში არსებული
ძირითადი ნაკლოვანებები: არ არარსებობს ანარჩენების მართვის ერთიანი
სრულყოფილი სისტემა; არ არსებობს სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი და
უცნობია ყოველწლიურად წარმოქმნილი სახიფათო ნარჩენების რაოდენობა; არ
ხდება საწარმოო, მუნიციპალური, სახიფათო და სხვა ნარჩენების სრული
სეპარირებული შეგროვება; ზედაპირული წყლის ობიექტებში უმეტეს
შემთხვევაში ხდება საწარმოო და არასაწარმოო ობიექტების ჩამდინარე წყლების
ჩაშვება გაწმენდის გარეშე; ჯერ კიდევ ბევრია სპონტანური,
არაკონტროლირებადი სტიქიური ნაგავსაყრელი. თითქმის ყველა სოფელში
არსებობს მცირე ზომის სტიქიური ნაგავსაყრელი; მცირეანარჩენების
მართვისათვის გამოყოფილი შეზღუდული ფინანსური რესურსები;
შეზღუდულია ნარჩენების გადამუშავების შესაძლებლობები; ოფიციალურ
ნაგავსაყრელზე არ ხორციელდება შემოსული ნარჩენების მორფოლოგიური
შემადგენლობის სისტემატური დადგენა; საყოფაცხოვრებო ნარჩენების
პოლიგონებზე ხდება სხვადასხვა, შერეული (საყოფაცხოვრებო, სამშენებლო და
სხვა) ნარჩენების ერთად განთავსება; არ არსებობს ნაგავსაყრელებზე
განთავსებული ნარჩენების რაოდენობის შესახებ საიმედო მონაცემები;
ასეფე ექსპერტთა და სპეციალისტთა მოსაზრებების გათვალისწინებით
საქართველოში ნარჩენების მართვის მიმართულებით შეიძლება გამოიყოს
შემდეგი ღონისძიებები: ნარჩენების პრევენციის, სეპარაციის და ხელახალი
გამოყენების განმახორციელებელი კომპანიების გაძლიერება და ახლის შექმნის
მხარდაჭერა; ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ხარჯების ამოღების
ეფექტიანი მექანიზმების შემუშავება როგორც მოქალაქეების, ისე
კომპანიებისათვის; მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვა,
პროდუქციის მწარმოებლისა და იმპორტიორის მიერ ადამიანის
ჯანმრთელობისათვის სახიფათო სპეციფიკური ნარჩენების შეგროვებასა
და გადამუშავებაზე პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით; ნარჩენების
მართვის კანონმდებლობის დახვეწა ევროკავშირის მოთხოვნებისა და
საერთაშორისო კონვენციების შესაბამისად და მათი აღსრულების გაძლიერება;
ნარჩენების მართვის დაგეგმვის სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა ეროვნულ
და ადგილობრივ დონეებზე; ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების
ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება;. ნარჩენების ადამიანის ჯანმრთელობისა და
გარემოსათვის უსაფრთხო განთავსების უზრუნველყოფა; ნარჩენების
წარმოქმნის შემცირება, ხელახალი გამოყენება ან აღდგენა; ნარჩენების მართვის
ხარჯების სრული ამოღება „დამაბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად;
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ხელშეწყობა და დანერგვა;
ნარჩენების შესახებ მონაცემებისა და ინფორმაციის მართვის სისტემის
ჩამოყალიბება და დანერგვა; ნაგავსაყრელებზე მუნიციპალური
ბიოდეგრადირებადი ნარჩენების განთავსების შემცირება; ქაღალდის, მინის,
მეტალისა და პლასტიკის წარმოქმნის წყაროსთან სეპარირების სისტემის
ჩამოყალიბება; კომპანიების მიერ ნარჩენების პრევენციის ღონისძიებების
განხორციელება; გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ნაგავსაყრელების
პოლიგონების მიერ გამოწვეული უარყოფითი ზეგავლენის შემცირება; ახალი
სანიტარული პოლიგონების მშენებლობა ევროკავშირის გარემოსდაცვითი და
ტექნიკური სტანდარტების შესაბამისად; ახალი რეგიონული სანიტარული
პოლიგონების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ არსებული პოლიგონების
ეტაპობრივი დახურვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; მაღალი
რისკის მქონე პოლიგონების რემედიაცია და დახურვა.
მოწინავე ქვეყნებში ნარჩენების მართვაში დიდი გამოცდილება
დაგროვდა. შეიძლება გამოიყოს ამ სფეროში ყველაზე მოწინავე ქვეყნები,
კერძოდ: შვედეთში ნარჩენების გადამუშავების განაკვეთი 100%-ს უახლოვდება.
შვედეთი ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში დაახლოებით 460 კილოგრამი
ნარჩენი მოდის, რაც ჯამში 4.4 მილიონი ტონაა. ყოველ წელს აქედან მხოლოდ
1%-ზე ნაკლები ხვდება ნაგავსაყრელებზე, ხოლო დანარჩენი ან აღდგება ან
გადამუშავდება. შვედური ნარჩენების მენეჯმენტის გასაღები ცხოვრების
სიმარტივეა, ისინი ყიდულობენ და იყენებენ მხოლოდ იმ ნივთებსა თუ
მასალებს, რომლებიც აუცილებელია, ეს კი ერთგვარად პრევენციული
ღონისძიებაა ნარჩენების დიდი რაოდენობით გამომუშავების თავიდან
ასაცილებლად. შვედი ხალხი მაქსიმალურად ეფექტიანად იყენებს ყველა იმ
კეთილდღეობასა თუ რესურსს, რასაც დედამიწაზე ვხვდებით. ავსტრიაში
ნაგავსაყრელის ნარჩენების გადამუშავების განაკვეთი 63%-ია. გადამუშავების
პროგრამების განვითარებამ ხელი შეუწყო ქვეყნის სტაბილურობას ამ
მიმართულებით. ევროპის გარემოსდაცვითი სააგნეტოს მიხედვით (EEA 1 )
ავსტრია ბოლო ათწლეულია ნარჩენების გადამუშავების თვალსაზრისით
უმაღლეს დონეს ინარჩუნებს. ავსტრიაში განაცალკევებენ სხვადასხვა სახის
ნარჩენს, ნარჩენი ქაღალდისგან ამზადებენ ყუთებს, გაზეთებს, ჟურნალებს,
წიგნებს, კატალოგებს და ა.შ. მინა ფერის მიხედვით ცალკევდება და მზადდება
ბოთლები, ქილები… აღსანიშნავია, რომ ის შინის ნივთები, რომელთა ხელახლა
გამოყენება შესაძლებელია, გადამუშავების ნაცვლად, მეორეულად გამოიყენება.
აქ განაცალკევებენ როგორც მავნე ნივთიერებებს, ისე ორგანულ ნარჩენებს. მავნე
ნივთიერებებში შედის ბატარეები, ენერგოდამზოგველი ნათურები, წამლები,
საღებავები, პესტიციდები და სხვა. ეს ნარჩენები ისევ იქ ბრუნდება სადაც
აწარმოეს, რათა მათ შეძლონ ხელახლა გამოყენება. რაც შეეხება ორგანულ
ნარჩენებს, ისინი გამოიყენება სასუქად. იქიდან გამომდინარე, რომ ავსტრიაში
გადამუშავების სიტემა დიდი ხანია არსებობს, ის გამორჩეულია
ნაგავსაყრელებიდან გადამუშავებული ნარჩენების რაოდენობით და
ადგილობრივი მყარი ნარჩენის (MSW 2 ) უმეტესობა გადამუშავდება ან
ნადგურდება. ავსტრიული კონსტიტუციის თანახმად, პასუხისმგებლობას
ნარჩენების მენეჯმენტის შესახებ ინაწილებენ როგორც ფედერაციული, ისე
პროვინციების სამმართველო ორგანოები. დამატებით, ავსტრიისთვის ნარჩენების
მენეჯმენტისთვის საყრდენია 2002 წელს მიღებული საკანონმდებლო აქტი
„იმოქმედე ნარჩენების წინააღმდეგ“. გერმანიაც არ ჩამორჩება ავსტრიას
ნარჩენების გადამუშავებაში და 62%-იანი მაჩვენებლით ათეულში იკავებს
ადგილს. მან უკვე 20 წელზე მეტია შეიმუშავა ნარჩენების გადამუშავების
პოლიტიკა, რაშიც მთავრობა, მწარმოებლები თუ უბრალო მოქალაქეები
მაქსიმალურად არიან ჩართულები და აქტიურად იყენებენ თანამედროვე
ტექნოლოებს, რათა გაზარდონ ნარჩენების გადამუშავება. დღესდღეობით
გერმანიის ნედლეულის 14% აღდგენილი ნარჩენებია. ტაივანიც ერთ-ერთ
მოწინავე ადგილზეა ნარჩენების გადამუშავების 60%-იანი განაკვეთით. ერთ
დროს „ნაგვის კუნძულად“ წოდებული რეგიონი ჩვენს დროში უპრეცედენტო
წარმატებას აღწევს ნარჩენების მენეჯმენტში. 2015 წელს 1 600-ზე მეტი კომპანია
ჩაერთო ტაივანის ნარჩენების გადამუშავებაში, რამაც რეგიონს 2 მილიარდ
დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა, ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების
პროცესი კი მოსახლეობისთვის ერთგვარ რიტუალად იქცა. ისინი კლასიკური
მუსიკის თანხლებით აგროვებენ და აცალკევებენ ნარჩენებს. ბრაზილია ყველა
დროის რეკორდსმენია ალუმინის გადამუშავებაში. ქვეყნის ეს წარმატება,
შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკურ კრიზისს და ენერგიის გაძვირებას
უკავშირდება, ალუმინის გადამუშავება კი ნაკლებ ენერგიას და ფინანსებს
მოითხოვს ვიდრე ახლის წარმოება. ნარჩენების გადამუშავებით ერთ-ერთი
ლიდერია სინგაპურიც 59%-იანი მაჩვენებლით: 2019 წელს 7.23 მილიონი ტონა
მყარი ნარჩენი გენერირდა და საბოლოოდ გადამუშავდა 4.25 მილიონი ტონა.
ნაბიჯ-ნაბიჯ ნარჩენების გამოყოფის შემცირებით და მათი გადამუშავებით
სინგაპური აპირებს, გახდეს ქვეყანა ნულოვანი ნარჩენით. გაერთიანებული
სამეფოც ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც გამოირჩევა ნარჩენების გადამუშავებით.
2020 წლის მონაცემებით მან ნარჩენების მთლიანი რაოდენობის 50%
გადაამუშავა. გაერთიანებულ სამეფოში ნარჩენებს გადაამუშავებენ, წვავენ ან
ანაერობულად, ანუ უჟანგბადო ბიოდეგრადირების მეთოდით ამუშავებენ. ეს
მეთოდები ქვეყანას ნარჩენების დიდი რაოდენობისგან ათავისუფლებს.. იტალია
ნარჩენების 36%-ს გადაამუშავებს. ქვეყანაში ნარჩენების დიფერენცირებისთვის 5
სხვადასხვა კონტეინერი არსებობს: სპილენძის, პლასტმასის, მეტალის,
ქაღალდის, მინის, ორგანული ნარჩენების და სხვა, რასაც მოსახლეობა თვითონ
განაცალკევებს. შვეიცარიაში მყარი ნარჩენის გადამუშავების განაკვეთი 50%-ია,
ხოლო ჯამში ყველა სახის ნარჩენის გადამუშავების განაკვეთი კი – 54%. ეს
უკანასკნელი გაორმაგდა ბოლო 20 წლის განმავლობაში და შვეიცარია ისევ არ
წყვეტს ამ მიმართულებით განვითარებას. შვეიცარიაში ნარჩენების მენეჯმენტი
ეფუძნება „Polluter Pays” პრინციპს, ანუ იხდის ის ვინც აბინძურებს და
თითიეული ნაგვის კონტეინერი იბეგრება. 2019 წლის მონაცემებით შვეიცარიამ
2.8 მილიონი ტონა ნარჩენი გადაამუშავა, ხოლო 2.6 მილიონი ტონა კი — დაწვა.
სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით იაპონია ყველაზე წარმატებულად და
სასარგებლოდ იყენებს ნაგვის ნედლეულს. იგი
ყველაზე წარმატებულად და სასარგებლოდ იყენებს ნაგვის ნედლეულს მეორად
ი დანიშნულებით. პირველ რიგში ქუჩაში , საზოგადოებრივ ადგილებში , დიდ
სავაჭრო ცენტრებში ყველგან დგას ნაგვის სხვადასხვა ურნები , რომლებიც
სპეციალურად განკუთვნილია სხვადასხვა დახარისხებული ნაგვისთვის.
მაგალითად პლასტმასის ბოთლები ერთ სპეციალურ ურნაში თავსდება ,
ალუმინის ქილები ერთ ურნაში , ქაღალდის ნივთები ცალკე , შუშის ბოთლები
ცალკე და ა.შ. პლასტმასის ბოთლების გადამუშავების შემდეგ იაპონელები
აკეთებენ სპორტულ ტანსაცმელს , სკოლის ფორმებს , საკანცელარიო ნივთებს ,
საოფისე ავეჯს და სხვა. უფრო მეტიც, ტერიტორიის გასაფართოებლად ნაგვისგან
აკეთებენ ხელოვნურ ხმელეთს. მაგალითად საზღვაო ქალაქ კობეში
გაკეთებულია ხელოვნური კუნძული (Port Island). კუნძულის მშენებლობა
დაიწყო 1966 წელს და დასრულდა 1981წელს. მშენებლობის პრინციპი ერთი
შეხედვით არის ძალიან მარტივი, მთელი კუნძული არის დაკონსერვებული
ნაგავი. კუნძულის ფართობი – 436 ჰექტარია. მასზე მოთავსებულია აეროპორტი
შვეულმფრენისთვის, სხვადასხვა სასტუმროები, უნივერსიტეტები, მუზეუმი,
სპორტულ – გამაჯანსაღებელი ადგილები, IKEA – ს ჰიპერმარკეტი,
დასასვენებელი პარკები და რამოდენიმე კაფე. აქვე ტურისტებისთვის
არსებობს პატარა ტურისტული მატარებელი კუნძულის დასათვალიერებლად.
კუნძულთან დაკავშირება ხდება საავტომობილო ხიდით. შემდეგი ხელოვნური
კუნძულის მშენებლობა დაიწყო 1987 წელს და დასრულდა 1989 წელს,
კუნძულზე განთავებულია კანსაის საერთაშორისო აეროპორტი, კუნძული 4
კილომეტრის სიგრძისაა და ესეც იგივე პრინციპით არის აგებული, საძირკველში
მოათავსეს უამრავი ტონა ნაგავი და შემდეგ დააკონსერვეს. ხელოვნური
კუნძული მთლიანად აეროპორტს უკავია, მასზე აშენებულია ორი ასაფრენ –
დასაფრენი ზოლი და აეროპორტის შენობა. სპეციალურად მოწვეული
ინჟინრების დახმარებით. მთლიანად გამორიცხულია რაიმე ნგრევა და
კატაკლიზმები კუნძულზე მიწისქვეშა ბიძგების შედეგად.